მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"NOVAVAX-სა და ASTRAZENECA-ს ვაქცინებზე აქტიური მოლაპარაკება გვაქვს" - ნიკოლოზ გამყრელიძე

603929bed8cbc
ანუკა ჯოხაძე
26.02.21 23:00
2971
როდის შემოვა საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ჯერ კიდევ ბუნდოვანია. თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია. მიზეზიც არაერთი დასახელდა. იყო ტექნიკური პრობლემები, საბოლოო კი ქვეყანაში ვაქცინის შემოსავლის დაგვიანება მსოფლიოში შექმნილი დეფიციტით აიხსნა.

პროცესებში აქტიურ მონაწილეობას ითხოვს და ვაქცინების კერძო არხებით შემოტანას გეგმავს კერძო სექტორი. კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების მხრიდან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები მწარმოებელ კომპანიებთან. როგორც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, ამ დროისთვის რთულია ზუსტი დროის განსაზღვრა როდის შეძლებს ბიზნესი კერძო არხებით ვაქცინების შემოტანას, რადგან ვაქცინის მომლოდინეთა რიგებში პირველ ხაზზე სახელწმიფოები დგანან. თუმცა მიუხედავად ამისა კონკრეტულ ვაქცინებთან მიმართებით მოლაპარაკებები მაინც მიმდინარეობს.

“კონკრეტული შუამავლებიდან უკვე ჩანს რაღაც შესაძლებლობები. ჩვენ ვამოწმებთ ამ შესაძლებლობებს და მგონია, რომ უკვე ძალიან მალე, კერძო სექტორსაც ექნება წვდომა. აუცილებლად ჩავერთვებით კერძო სექტორი შემოტანაში. ჩვენ ქვეყანაში როგორც მედიკამენტების, ისე გრიპის ვაქცინების ყველაზე დიდი იმპორტიორები ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ქვეყანაში კოვიდ-ვაქციანაცია იქნება, როგორც გრიპის ვაქცინაცია. უბრალოდ მგონია რომ რაღაც პერიოდი დასჭირდება, იმიტომ რომ შევხედოთ, რა ხდება, მწარმოებლებიც ძალიან ცოტა არიან, თუმცა რამდენიმე კვირაში ორი მსხვილი მწარმოებლის, Johnson and Johnson-ის და NOVAVAX-ის ვაქცინების ავტორიზაციაა მოსალოდნელი. NOVAX-ზე და ASTRAZENECA-ზეც უკვე აქტიური მოლაპარაკება გვაქვს", - ამბობს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე.