მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნუ გაგვწირავთ, მგლები არ ვართ და წესებს დავიცავთ" - ბავშვთა გასართობი ცენტრების აქცია

604f0cef3a7c8
ინგა მურუსიძე
15.03.21 11:45
677
ამ წუთებში „ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი შრომის ინსპექტირების სამსახურის უფროს ბექა ფერაძესთან შეხვედრას და მისგან ცენტრების გახსნის გადაწყვეტილების მიღებაზე შუამდგომლობას ითხოვენ.

როგორც ბავშვთა გასართობ ცენტრ „ლაიქის“ დამფუძნებელმა გიორგი მთივლიშვილმა განაცხადა, ბექა ფერაძეს შეუძლია, რომ უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნის საკითხი გაიტანოს.

მისივე თქმით, ბავშვთა გასართობ ცენტრებს არ აქვთ პასუხები, თუ რატომ არ აძლევენ გახსნის უფლებას.

„ქვეყანაში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი გაიხსნა, რაც მისასალმებელია, თუმცა ჩვენ რატომღაც ისევ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ვმართავთ აქციას მოთხოვნით, რომ სასწრაფოდ შეგვხვდეს ბექა ფერაძე, რომელთანაც კომუნიკაცია გვქონდა, თუმცა კომუნიკაცია იყო მხოლოდ კომუნიკაციისთვის და არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ჩვენ არ ვართ მგლები, შეგვიძლია, მოვერგოთ რეგულაციებს, თუნდაც იმ წესებს, რომელიც რესტორატორებისთვის განისაზღვრა; არ გვაქვს არანაირი პრობლემა. უბრალოდ, უნდა გადავარჩინოთ ის ობიექტები მაინც, რომლებიც შემოგვრჩა. ქვეყნის მასშტაბით 8000-მდე ადამიანი გვყავდა დასაქმებული და 40-მდე ობიექტი უკვე დაიხურა. ნუ გაგვწირავთ, გამოდით კონტაქტზე, დავსხდეთ და გადავწყვიტოთ, როდის და როგორ უნდა გავიხსნათ“, - მიმართავს გიორგი მთივლიშვილი მთავრობას.

გარდა ამისა, „ლაიქის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ სულ ქვეყანაში 200-მდე ობიექტი იყო და მათგან 20%-30% გასხვისდა, რადგან იჯარა ვერ გადაიხადეს, ხოლო დარჩენილი 150 ცენტრიდან ნაწილი დაიხურა.