მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნუ მივალთ ახალ წელს შვილიშვილებთან და ნუ მივალთ ბებიებთან და ბაბუებთან"

5fe5a86e2e2c6
ინგა მურუსიძე
25.12.20 12:50
626
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ახალი წელი ოჯახურ წრეში, ხალხმრავლობის გარეშე აღნიშნონ. იმნაძემ განცხადება უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი. ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ნუ მივალთ შვილიშვილებთან, ნუ მივალთ ბებიებთან, ბაბუებთან და ჩვენს ოჯახებში აღვნიშნოთ დღესასწაული ვიწრო წრეში. ეს ახალი წელი ალბათ გამონაკლისი იქნება მთელი ცხოვრების მანძილზე ყველა სხვა ახალი წლისაგან, რადგან გვიკრძალავს ჩვენი ახლობლების ნახვასაც კი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.