მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნუტრიმაქსი": "რა რეგულაციებს მიიღებს ჩვენი ერთ-ერთი მომწოდებელი - რუსეთი, არავინ იცის"

60fe7bf0af24a
ლიკა გურაბანიძე
26.07.21 20:41
877
“ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტა თვითღირებულების მნიშვნელოვან ზრდას იწვევს. ეს ფასებში ვერ აისახება, რადგან გადახდისუნარიანობა დაბალია, ეს კი მარჟების კლებას იწვევს.” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელი კომპანია “ნუტრიმაქსის” დირექტორმა ბექა ბექაიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბიზნესი ამ პროცესს უმკლავდება, თუმცა ასე დიდი ხანი გაგრძელება არ შეიძლება, რადგან ამდენს ბიზნესი ვერ გაუძლებს.

“საბოლოოდ შესაძლოა პროდუქციის რეალიზაციის პრობლემამდე მივიდეთ.” - აღნიშნა ბექაიამ. მისივე განმარტებით, გამოწვევები იყო, მათ შორის ლოგისტიკის საკითხები და თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა გაყიდვებთან დაკავშირებით კომპანიას პრობლემები არ შექმნია.

“მომავალში ჩვენი ერთ-ერთი მომწოდებელი, მაგალითად რუსეთი, რა რეგულაციას მიიღებს არავინ იცის.
დღეს ვეღარ ვხვდებით, სად ვართ. გვგონია, რომ ლოქდაუნიდან გამოვედით, ყველაფერი კარგად არის და ამასობაში დაავადების სტატისტიკური რიცხვები კატასტროფულად მაღალია. რეგულაციები რეალურად დაცული არ არის. პირველ რიგში არსებული რეგულაციების ადმინისტრირება უნდა გავამკაცროთ. ვაქცინაციის თემა პრობლემაა. საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს, რომ ანტივაქსერული განწყობები შეამციროს. ვაქცინაცია ისეთი საფრთხე არ არის, რა შედეგებსაც კოვიდი იწვევს", - განმარტა ბექაიამ.