08.აპრილი .2021 15:30

"ობიექტებს, რომელთა დასაქმებულების 80% ვაქცინირებულია, შესაძლოა გარკვეული ნიშანი მიენიჭოს"

"ობიექტებს, რომელთა დასაქმებულების 80% ვაქცინირებულია, შესაძლოა გარკვეული ნიშანი მიენიჭოს"
views 321
უკან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ობიექტებს, რომელთა დასაქმებულების 80% ვაქცინირებულია, შესაძლოა გარკვეული ნიშანი მიენიჭოს. ასე უპასუხა გაბუნიამ BMG-ს შესაბამის კითხვას, რამდენად მომხრეა ის, რომ რესტორნებს, ან სასტუმროებს უსაფრთხო ობიექტების სტატუსი ჰქონდეთ.

„რაც შეეხება ვაქცინაციის პრომოციას, ბევრი ქვეყანა უკვე იყენებს დადებით სტიმულებს, რათა წახალისდეს ბიზნეს გარემოში ვაქცინაციის პროცესი. ამ შემთხვევაში ვაქცინირებულთა რაოდენობის მიხედვით შესაძლოა ჩვენც ვიფიქროთ იმაზე, რომ იმ დაწესებულებას, სადაც დასაქმებულების 80% იქნება ვაქცინირებული, მიენიჭოს გარკვეული ნიშანი. ეს არის გარკვეული კონცეფცია, რომელიც დამუშავებადია. ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებასაც გავითვალისწინებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, სტიმულირების საკითხები ძალიან ფრთხილად შემუშავდება, რათა ადგილი არ ჰქონდეს ეთიკური ნორმების დარღვევას.

ინფორმაციისთვის, უსაფრთხო სტატუსის მინიჭების საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამაც ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა