04.ოქტომბერი .2022 11:20

"ოცნებიდან" წასულების გუნდმა POSTV-ის 52% შეიძინა

"ოცნებიდან" წასულების გუნდმა POSTV-ის 52% შეიძინა
views 1722
უკან

“ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართეს, რომელზეც მათი რიგების გაფართოებაზე განაცხადეს. კერძოდ, მათ დღეს 5 ახალი დეპუტატი შეუერთდათ და ახლა 9 წევრისგან შედგებიან. ამასთანავე, დღესვე "ოცნებიდან" წასულების ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მათმა წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POSTV-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა.

"ჩვენი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარძემ შეიძინა ტელეკომპანია POSTV-ის 52%. აღნიშნული გარემოება ხელს შეგვიწყობს, რომ საზოგადოებამდე ჩვენი სათქმელი კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ეს ცვლილება უკვე ასახულია ტელევიზიის ამონაწერშიც. მისი მიხედვით, ვიქტორ ჯაფარიძემ არხის 52%-იანი წილი 520,000 ლარად შეიძინა. კერძოდ კი ვიქტორ ჯაფარიძემ ეს წილები ზვიად ბლიაძისგან (16%), ნუგზარ რუხაძისგან (16%), ანა შენგელიასგან (8%), ვახტანგ კომახიძისგან (8%) და თემურ ჭარელაშვილისგან (4%) შეიძინა. 

არხში დარჩენილი 48%-იანი წილები ასე ნაწილდება:

შალვა რამიშვილი(24%) და თემურ ჭარელაშვილი (24%).