13.ოქტომბერი .2021 18:31

"ოცნების" დეპუტატი: ბიუჯეტი კარგად "გასაჩოთქია"

"ოცნების" დეპუტატი: ბიუჯეტი კარგად "გასაჩოთქია"
views 719
უკან

“ბიუჯეტი კარგად გასაჩოთქია” - დღეს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე  ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე წაქაძემ ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს კონკრეტული საბიუჯეტო მუხლებისთვის თანხის მოკლებით მისი რაიონის ბიუჯეტის გაზრდისკენ მოუწოდა.

“თქვენ ხართ ის კაცი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ბიუჯეტი მთელ საქართველოში, მაგრამ აგერ, უცბად გადავხედე და ძალიან კარგად არის გასაშიფრი და "გასაჩოთქი" ეს ბიუჯეტი. აი ასე წერია - “დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების მართვა”- ბიუჯეტი 1,300,000 ლარი, საიდანაც 1,250,000 ლარი ხელფასია. აი, რა არის ეს? მე ვერ გავიგე. ამიტომ ეს კარგად "გასაჩოთქია" და თანხები არის უამრავი აქ, ეს ახლა გადავხედე რაც პირველ გვერდზე წავიკითხე და შიგნით ჯერ ვერ გავეცანი.

მეორე კვირაა ვკითხულობ ბიუჯეტს, როცა ჩავალ ბოლომდე, თქვენ უკეთ იცით... მეც მიკეთებია ბიუჯეტი, ოღონდ რაიონის და შენ რომ წერ, უკეთ იცი, რას მოაკლო. მოძებნეთ რას მოვაკლოთ, თქვენ უკეთ იცით სად შეიძლება მოკლება თანხის, თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევაო,”- განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

<სტილი დაცულია>

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა