მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" დეპუტატის კომპანიამ აჭარაში 5 მილიონის ტენდერები მოიგო - TI

62fb413c04757
BM.GE
16.08.22 12:05
683
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აგრძელებს საქართველოს პარლამენტში აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მაჟორიტარის, ანზორ ბოლქვაძის ოჯახთან და ნათესავებთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მონიტორინგს.

როგორც TI-ს მიმოხილვაში წერია, შპს „როდამ” დაფუძნებიდან - 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით 4,891,873 ლარი მიიღო. ჯამური თანხის ნახევარზე მეტი (2,611,087 ლარი) გამარტივებული შესყიდვებიდან, უკონკურენტო ტენდერებიდან და შესყიდვებში კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიღებული შემოსავალია.

101 მოგებული ტენდერიდან 99 შემთხვევაში ხელშეკრულებები ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურში, ბათუმში, ქობულეთსა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში გაფორმდა, მხოლოდ 2-ჯერაა შემსყიდველი აჭარის გარეთ მდებარე წალკის მუნიციპალიტეტი. მხოლოდ წელს, 1 აგვისტომდე შპს “როდამ” მიიღო 1,073,537 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები, რაც ამ კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხის 22%-ს შეადგენს.

„მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო სამსახურებმა უნდა შეისწავლონ ის ხელშეკრულებები, რომელიც „როდასთან” ხულოს მუნიციპალიტეტმა გაცილებით დიდ თანხაზე გააფორმა, ვიდრე თავად კომპანია სთავაზობდა. ამგვარი პრაქტიკა და შემთხვევათა სიხშირე გვაეჭვებს ე.წ. უკუგორების კორუფციული სქემის არსებობაზე“, - წერია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.