მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ომიკრონი" უპრეცედენტო ტემპით ვრცელდება - WHO

61b9a6081afea
თათია კაკიაშვილი
15.12.21 12:55
732
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" მსოფლიოში უპრეცედენტო ტემპით ვრცელდება. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, ძლიერი მუტაციური ვარიანტი უკვე 77 ქვეყანაშია დადასტურებული, თუმცა ჯანმო-ს ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი ამბობს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით მეტია, შესაბამისად, დღითიდღე მოიმატებს ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც "ომიკრონი" გავრცელდება.

„ამ დროისთვის ვირუსის მართვა მეტ-ნაკლებად ვისწავლეთ, ამიტომ "ომიკრონი" გადამეტებით საფრთხის შემცველი ვარიანტი არაა. ერთადერთი, გასათვალისწინებელია მისი მეტად გადამდებობა, რასაც შედეგად მოჰყვება ის, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევების დიდი რაოდენობა მოუმზადებელი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს“, - განაცხადა გებრეიესუსმა.

შეგახსენებთ, რომ "ომიკრონის" შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში, ნოემბერში გამოვლინდა და მას შემდეგ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ზრდადია. ამ დროისთვის "ომიკრონით" ინფიცირებულია სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი კირილ რამაფოსაც და ის მსუბუქი სიმპტომებით თვითიზოლაციაშია.

"ომიკრონის" გავრცელების შემდეგ, არაერთმა ქვეყანამ შემოიღო სამოგზაურო აკრძალვები, განსაკუთრებით სამხრეთ აფრიკის და მისი მეზობელი ქვეყნების მიმართულებით, თუმცა ამ რეგულაციებმა ახალი შტამის გლობალური გავრცელება ვერ შეაჩერა.