ბოლო დღეებია საქართველოში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობის შემთხვევები ფიქსირდება, დადებითობის მაჩვენებელი კი 20%-ს აჭარბებს. BMG დაინტერესდა როგორი ვითარებაა ზამთრის კურორტებზე არსებულ სასტუმროებში და როგორ აისახება მძიმე ეპიდვითარება ჯავშნებზე. Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, ერეკლე კოკაია ამბობს, რომ ჯავშნები არ უქმდება და დატვირთულობაც საკმაოდ მაღალია.
“სასტუმროს საშუალო დაკავებულობა ჯერჯერობით არ შემცირებულა. იანვარში დატვირთულობა 80%-ს აჭარბებდა, ახლაც თითქმის ამ მაჩვენებელზე ვართ. ზოგადად, ზამთრის კურორტებისთვის თებერვალი იანვართან შედარებით უფრო კარგი თვეა. გუდაურის სასტუმროში ძირითადად უცხოელი დამსვენებლები გვყავს, შესაბამისად, უფრო სტაბილური ვითარებაა ჯავშნების კუთხით, რადგან იშვიათად აუქმებენ. ქართველი დამსვენებელი ბოლო წამს ჯავშნის. შესაბამისად, რთულია განსაზღვრა რამდენი იქნება დაკავებულობა. რაც შეეხება უცხოელებს, სხვადასხვა ქვეყნიდან არიან: ისრაელი; ბალტიისპირეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები. მაღალი ინფიცირების მიუხედავად, ჯავშნები არ უქმდება, შესაძლოა შემცირდეს, მაგრამ გაუქმებით არ უქმდება”, - ამბობს კოკაია.
„გუდაური ლოფტის“ და „მესტია ინნის“ მმართველის მაია მურაჩაშვილის განცხადებითაც, ჯავშნების გაუქმებას არ განიცდიან.
“ვითარების მიუხედავად, სასტუმროები საკმაოდ კარგად არის დატვირთული. უცხოელი ტურისტების რაოდენობა კარგია, იანვარში შიდა ტურიზმიც საკმაოდ აქტიური იყო. მესტიაში იანვარში ხალხის რაოდენობა შემცირებული იყო, თუმცა თებერვლიდან აქტიური გახდა. ელექტროენერგიის პრობლემა გამოსწორდა და სტუმრების ნაკადმა თებერვლიდან აშკარად მოიმატა. გუდაურში ჩვენს სასტუმროში იანვარში 70-80%-იანი დატვირთულობა იყო, თებერვლის ჯავშნების რაოდენობას რომ ვუყურებთ, დაახლოებით 90% იქნება დატვირთულობა. გუდაურში ძირითადად უცხოელები გვყავს, პოლონეთიდან, უკრაინიდან და სხვა. მესტიაში ცოტა განსხვავებული სიტუაციაა. იქ დაახლოებით 60%-მდეა ჯავშნები თებერვალში, თუმცა ყოველდღიურად იჯავშნება და შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს. მიუხედავად ომიკრონის შემთხვევების ზრდისა, ტურისტების ოდენობამ ქვეყანაში მაინც მოიმატა”,-ამბობს მურაჩაშვილი.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2022 წლის იანვრის ტურიზმის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ თვეს 199 393 საერთაშორისო მოგზაური იმყოფებოდა საქართველოში, რაც 62%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. შესაბამისად, იანვარში ტურიზმის 38%-ით აღდგა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ