მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ომიკრონის" ტალღის პიკი გადავლილია - თამარ გაბუნია

6214a5e3396f2
მარიამ ვარადაშვილი
22.02.22 13:03
650
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში "ომიკრონის" შტამის ტალღის პიკი გადავლილია.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვითარების დასტაბილურებას შემცირებული დადებითობის მაჩვენებელიც მიუთირებს. ეს არის ჩატარებული ტესტების საფუძველზე ვირუსის გამოვლენის მაჩვენებელი.

“დღეს 12 ათასზე ოდნავ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ომიკრონის" ტალღის პიკი გადავლილია და დაღმასვლისკენ მივდივართ. კლინიკურ სექტორში 8 ათასზე მეტი საწოლია მობილიზებული. აქაც იკლებს პაციენტების რაოდენობა; დღევანდელი მდგომარეობით, 5 164 პაციენტი მკურნალობს კლინიკებში. 1 200-ზე ცოტა მეტი პაციენტია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ხოლო 289 პაციენტი რეანიმაციურ განყოფილებაში.

ამ დროისთვის თავისუფალია საწოლფონდის 36%-მდე. სრულად მობილიზებული რჩება პირველადი ჯანდაცვის ქსელი. პირველადი ჯანდაცვის 193 დაწესებულება მონაწილეობს უკვე ბინაზე კონსულტაციების მოდელში, რაც იმის გარანტიაა, რომ ყველა მოქალაქე, ვინც ბინაზე მკურნალობს, იყოს ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ”, - ამბობს თამარ გაბუნია.