რუმინულმა OMV Petrom-მა საქართველოს შავი ზღვის შელფზე ნავთობის კვლევა-ძიების ლიცენზია 2021 წელს მოიპოვა. კომპანიასთან არსებული სალიცენზიო ხელშეკრულება 5,300 კვადრატული კილომეტრის ფართობის შესწავლას მოიცავს. კომპანია წელს გეგმავს, რომ ამ სალიცენზიო არეალში 2D და 3D სეისმური მონაცემების მოპოვებისთვის შესაბამისი კვლევები ჩაატაროს. შავი ზღვის შელფზე გაზის ან ნავთობის საბადოს აღმოჩენის შემთხვევაში კომპანია საცდელ ჭაბურღილებს ააშენებს.
გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა განაცხდა, რომ კომპანიამ შავ ზღვაში პოლიტიკური ვითარების დაძაბვის მიუხედავად, ამ პროექტის განვითარების ტემპები არ შეამცირა. მისი თქმით, არსებული გეგმით, 2025 წლისთვის სატესტო ჭაბურღულმა გაზის მოპოვება უნდა დაიწყოს.
“დაგვარწმუნეს, რომ არაფერი მათ გეგმებში არ შეცვლილა, უკვე სრულდება ქვეკონტრაქტორი კომპანიის შერჩევის ტენდერი, 4 კომპანია გამოიკვეთა და ვვარაუდობთ, რომ სადღაც 2 კვირის ვადაში დასრულდება გამარჯვებულის გამოვლენა. სავარაუდოდ უკვე სექტემბერ-ოქტომბერში აქ უკვე იქნება სპეციალური გემი, რომელიც 3,000 კვადრატულ კილომეტრს და ჩვენი შავი ზღვის შელფს დაფარავს და მიიღებს მასალებს, რომელიც საბურღი წერტილის შერჩევაში დაეხმარება.
7 წელი არის ვადა, რაც არის საერთაშორისო სტანდარტი, რაც ზოგადად ძებნა-ძიებას სჭირდება. წელს დაამთავრებენ სეისმურ სამუშაოებს, ამის დიდი იმედი გვაქვს. ალბათ 1-1.5 წელი დასჭირდება ამ მიღებული მასალის ინტერპრეტაციას, შერჩევას რისკების შემცირებას და ჭაბურღილის წერტილის შერჩევას. უკვე ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები საბურღი დაზგის მობილიზებასთან დაკავშირებით, რაც არ არის ადვილი საქმე. ამჟამად შავ ზღვაში სამი დაზგაა და სამივე დაკავებულია და სამივეს გაწერილი აქვს თავისი ვადა. ასევე დიდი ალბათობით, OMV დაიწყებს პარტნიორის ძებნას, დიდი რეპუტაციული კომპანიის, რომელთან ერთადაც რისკებს გაიზიარებს. ოპტიმისტურად თუ შევხედავთ, 2024 წლის ბოლოს ალბათ ბურღვაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ფიზიკურად კი ალბათ ბურღვა 2025 წელს დაიწყება", - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.
თავად OMV Petrom-ის თანახმად, სალიცენზიო არეში სეისმური სამუშაოების ჩატარება დაახლოებით 30 მილიონი დოლარი დაჯდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე