მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ონკოლოგიურ დარგში საჭიროა ინვესტიცია, როგორც განათლებაში, ასევე ტექნოლოგიებშიც" - ნიკოლოზ გამყრელიძე

60fbe798c12cd
ლიკა გურაბანიძე
24.07.21 17:00
711
“ჩვენი მოსახლეობის ნაწილი სამედიცინო სერვისების მისაღებად ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის და რა სერვისებზეც გადის, იმ სერვისებზე იმაზე მაღალი სტანდარტის მომსახურება უნდა გავაჩინოთ, ვიდრე დღეს გვაქვს,”- ამის შესახებ გადაცემაში #BMGDRIVE-ში “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ზოგიერთ მომსახურებაზე ვითარების გამოსწორება ნელ-ნელა ხერხდება.

“მაგალითად, ღვიძლის ტრანსპლანტაცია ერთ-ერთი ყველაზე რთული ქირურგიული ჩარევაა და ის საკმაოდ ძვირია. 5% ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადიოდა, დღეს თითქმის აღარავინ გადის, რადგან მას საქართველოშიც ვაკეთებთ და აქ გაცილებით იაფი ჯდება. იგივეს თქმა შეიძლება კარდიოქირურგიაზეც. ძირითადი გამოწვევა ონკოლოგიური დაავადებებია, სადაც ჩვენ უფრო მაღალი სტანდარტი გვჭირდება. ონკოლოგიურ დარგში საჭიროა ინვესტიცია, როგორც განათლებაში, ასევე ტექნოლოგიებშიც. ჩვენ ამას ვაკეთებთ, თუმცა, უფრო სწრაფადაც შეიძლება ამის გაკეთება.” - განმარტა გამყრელიძემ.