05.ოქტომბერი .2020 18:44

"ოქროს ბირჟაზე" covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა - დირექტორი

views 720
უკან

თბილისი ცენტრალის „ოქროს ბირჟის“ დირექტორის ეთერ ყიფიანის განცხადებით, ბირჟა 18 ოქტომბრამდე წყვეტს მუშაობას. ამ პერიოდის განმავლობაში ადგილზე დეზინფექცია ჩატარდება.

როგორც ეთერ ყიფიანმა BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა, ბირჟაზე რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა, შესაბამისად, ობიექტის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. 

„ოქროს ბირჟაზე კორონავირუსით ინფიცირების 4-5 შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, დირექციამ, შესაბამის უწყებებთან და "თბილისი ცენტრალის" ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ბირჟის 12 დღით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რათა ინფექცია არ გავრცელდეს.

ყველა პირი, რომელიც კონტაქტში იყო ინფიცირებულთან, გადავიდა იზოლაციაში. ბირჟაზე გატარდება რეკომენდაციებით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება“, - განაცხადა ეთერ ყიფიანმა.

მისივე ინფორმაციით, ბირჟაზე 650-მდე ადამიანი მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა