მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, დღეიდან 3 ოქტომბრამდე, გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება"

6331d9558e7ae
BM.GE
27.09.22 00:06
559
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, „თბილისობა 2022-ის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 27 სექტემბრის 10:00 საათიდან 3 ოქტომბრის 23:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

მათივე ცნობით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე იმოქმედებს.

"მშრალი ხიდიდან მომავალი ავტომობილების ათონელის ქუჩაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება იტალიის ქუჩის გავლით, მარჯვნივ მოხვევით, რის შემდეგაც, მძღოლები ჭანტურიას ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილისა და ინაშვილის ქუჩების გავლით, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით.

ვირსალაძის ქუჩიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ჭანტურიას ქუჩის საშუალებით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს, ან თაბუკაშვილისა და ინაშვილის ქუჩების გავლით, რესპუბლიკის მოედნისკენ გადაადგილდებიან. ასევე, ვირსალაძის ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები იქნება ათონელის ქუჩაზე, შემდგომ მარცხნივ მოხვევით, იტალიის ქუჩის გავლით, მშრალი ხიდის მიმართულებით", - წერია ინფორმაციაში.