მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ორბი ჯგუფი" პროფესიული სკოლის დაარსებას გეგმავს - „მთავარი გამოწვევა არის კადრების დეფიციტი“

62037df32d386
თათია ჩაფიჩაძე
09.02.22 22:39
1280
კომპანია „ორბი ჯგუფში“ აცხადებენ, რომ სექტორში მთავარი პრობლემა კადრების არარსებობაა.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი bmg-თან საუბრისას აცხადებს, კვალიფიციური კადრების გადამზადების მიზნით, კომპანია პროფესიული სკოლის დაარსებას გეგმავს.

„მთავარი გამოწვევა არის კადრები. ჩვენ იმ კადრების მობილიზება დავიწყეთ, ვინც უნდა მართოს „ორბი სითი“. ასევე, დავიწყეთ ფიქრი იმაზე რომ შევქმნათ პროფესიული სკოლა, რომელიც კადრებს გადაამზადებს. მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფოს ეს აქვს და ვსარგებლობთ ამ რესურსით, ეს არ არის საკარისი იმისთვის რომ რამდენიმე ათასიანი გუნდი შექმნა, ვინაიდან მრავალფუნქციური კომპლექსი გვაქვს, რომელიც სასტუმროს, მულტიფუნქციურ ცენტრს მოიცავს და რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. ჩვენთანაც დადგება ის დრო, როდესაც ადამიანებს, რომლებიც მიგრირდებიან ქვეყნის გარეთ, უკან დაბრუნება მოუწევთ. ბიზნესი იქნება ამის ინიციატორი, იმიტომ რომ მოცემულ შემთხვევაში ამის საჭიროება დადგება.

ჩვენ 5-დან 6 ათასამდე ადამიანს ვასაქმებთ, ჩვენი კომპანია ჰოლდინგურია და 35 კომპანიას აერთიანებს“ - ამბობს ირაკლი კვერღელიძე.

აღსანიშნავია, რომ როგორც კვერღელიძემ BMG-თან საუბრისას განაცხადა, ჯამურად მათ მიერ შექმნილი სასტუმრო სანომრე ფონდი 12 ათასს სცდება. პროექტი „ორბი სითის“ დასრულების შემდეგ ქალაქს კიდევ 4 ათასამდე სანომრე ფონდი დაემატება, რითაც კომპანია თბილისსა და ბათუმში ერთობლივად შექმნილ სასატუმრე ნომრების რაოდენობას გადააჭარბებს.