მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ორბი ჯგუფის" გენდირექტორი: აგრესიული პრივატიზაციის მომხრე ვარ

6203991376ffa
თათია ჩაფიჩაძე
09.02.22 20:44
1671
„ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ სახელმწიფო ბიზნესს მოტივაციას აძლევს, რათა შეუქმნას კარგი სასათბურე პირობები პროექტების განხორციელებისთვის“ - ამის შესახებ „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე BMG-თან ინტერვიუში აცხადებს და დასძენს, რომ აგრესიული პრივატიციის მომხრეა.

ირაკლი კვერღელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, სტრატეგიული ობიექტების გარდა, მათ მფლობელობაში არსებული ფონდის დიდი ნაწილი კერძო სექტორის ხელში გადავიდეს.

„105 კურორტზე მეტი გვაქვს და 10 თუ 20 გვაქვს ისეთი, რომელიც მეტ-ნაკლებად განვითარებულია და თქვენ წარმოიდგინეთ 105-ვე რომ გაკეთდეს, საქართველო იქცევა ტურისტულ მექად.

სიმართლე გითხრათ მე აგრესიული პრივატიზაციის მომხრე ვარ, აბსოლუტურად არ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ სახელმწიფო მოტივაციას აძლევს ბიზნესს, რათა შეუქმნას კარგი სასათბურე პირობებიიმისთვის რომ პროექტები განხორციელდეს.

კარგად მოგეხსენებათ, რომ საბაზრო ეკონომიკის ძირითადი მახასიათებელი კერძო საკუთრებაა, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, სახელმწიფოს კონტროლის ფარგლებში ვერ განვითარდება ისე, როგორც ეს კერძო ინვესტორის ხელში, როდესაც ბიზნესი მოგებაზე ორიენტირებულია.

საბჭოთა პერიდოში იყო კოლექტიური მეურნებები და ვიცით, რომ ამას ეფექტი არ მოუცია. საბოლოო ჯამში კერძო საკუთრება განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რაც უფრო მეტი აქვს ბრუნვა კერძო ბიზნესს, მით მეტია გადასახადები, რომელიც ბიუჯეტში შევა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველა მიწის ნაკვეთისთვის, რომელიც სახელმწიფოს აქტივშია და არ განეკუთვნება სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიძებნოს პატრონი, ეს იქნება საბაზრო ფასში თუ ნაკლებში რეალიზებული", - მიიჩნევს კვერღელიძე.

მისივე თქმით, რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს მიწის ნაკვეთი, რომელსაც კერძო მესაკუთრე ეყოლება შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებებით. კვეღელიძე ფიქრობს, რომ ეს უფრო მეტი ეფექტის მომტანი იქნება, ვიდრე მაშინ, თუ სახელმწიფოს უფრო მეტი ექნება საკუთრებაში.