მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ორი ან სამი კაცის აშენებული ქარხნები ამ ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს" - ცეზარ ჩოჩელი

5f5e15becc088
სალომე მეცხვარიშვილი
13.09.20 16:48
1879
ბევრი ვიფიქრე და ბოლოს დავრწმუნდი, რომ ერთი, ორი ან სამი კაცის აშენებული ქარხნები ამ ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს, აქ არის კანონმდებლობა შესაქმნელი, რომელიც პირველ რიგში დაიცავს ბიზნესს და მეორე, რეალურად შეუწყობს ხელს ადგილობრივი წარმოების განვითარებას,- ამის შესახებ ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა Forbes Talks-ში სტუმრობისას განაცხადა.

ბიზნესმენის აზრით, ქვეყნის ხელისუფლებამ საბოლოოდ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ადგილობრივ ბიზნესს რეალურად შეუწყობს ხელს, რადგან ჩოჩელის განმარტებით, სხვა შემთხვევაში ქვეყანაში დოვლათი ვერ იქმნება.

“2019 წელს ქვეყანაში გვყავდა 9 მლნ-ზე მეტი ვიზიტორი, მაგრამ მათგან შემოსული თანხა არის მიზერი. ერთი მარტივი მიზეზის გამო: რასაც ისინი მოიხმარენ, არის იმპორტირებული და მეორე, ისინი არიან ძალიან დაბალმხარჯველუნარიანი ტურისტები.

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, შესაბამისად, უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ მოვიზიდოთ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი და შევთავაზოთ ადგილობრივი პროდუქცია. მაშინ ექნება აზრი ტურიზმის განვითარებას”,- აცხადებს ბიზნესმენი.