07.მაისი .2020 12:13

"ორსული პაციენტების და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია"

უკან

ორსული პაციენტების და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„დღეს კლინიკიდან გაეწერება მხოლოდ ერთი პაციენტი. რაც შეეხება დანარჩენებს, რეაიმაციაში გვრჩება 4 პაციენტი, მათგან ორი იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე, ხოლო ერთი გვყავს მძიმე მდგომარეობაში. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. უარყოფითი დინამიკა არც ერთ მათგანთან არ ფიქსირდება.

რაც შეეხება ორსულებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მათი და მათი ნაყოფის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა რატიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა