26.მარტი .2020 16:26

"ორსული ქალი მარნეულში ინფიცირებული ქალბატონის კონტაქტია" - ეკატერინე ტიკარაძე

views 355
უკან

კორონავირუსის მატარებელი ორსული ქალი, მარნეულელი ინფიცირებულის ახლო კონტაქტია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"ჩვენ ამჟამად გვყავს ინფიცირებული 79 პაციენტი, მათგან ყველაზე საყურადღებო არის ორსული ქალი, რომელიც მარნეულელი პაციენტის ახლო კონტაქტია. მარნეულის კლასტერის გამოკვლევისას ჩვენმა სპეციალისტებმა დაადგინეს COVID 19-ის ინფექცია და ამჟამად ის იმყოფება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში", - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დადასტურებული 79 შემთხვევიდან, 10 მოქალაქე უკვე გამოჯანმრთელებულია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა