მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოთხი ქალაქის შერჩევა ემსახურება იმ ამოცანას, რომ შევამციროთ მობილობა ამ მუნიციპალიტეტებს შორის"

5e96068f79b6d
BM.GE
14.04.20 22:51
695
ჩვენი მთავარი ამოცანა არის მაქსიმალურად შევამციროთ კონტაქტები ადამიანებს შორის, უზრუნველვყოთ სოციალური დისტანცია და მნიშვნელოვნად შევზღუდოთ ქალაქებს შორის გადაადგილება, - ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ოთხ ყველაზე დიდ ქალაქთან დაკავშირებით მიღებული ახალი შეზღუდვა დიდწილად ინფიცირებულთა მატებამ განაპირობა.

„ჩვენ უკვე ვიმყოფებით შიდა გავრცელების ეტაპზე. ცნობილია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში გვქონდა რეკორდული ზრდა 30 ახალი პაციენტის სახით და აქედან გამომდინარე, აუცილებელია დამატებითი შეზღუდვების დაწესება. ოთხი ქალაქის შერჩევა ემსახურება სწორედ იმ ამოცანას, რომ მაქსიმალურად შევამციროთ მობილობა ამ მუნიციპალიტეტებს შორის. შეზღუდვები ძალაში შევა ხვალ 21:00 საათიდან და შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ მანამდე იმ მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში ან რუსთავში, თავად უნდა გადაწყვეტონ თუ სად ურჩევნიათ შემდგომი 10 დღის გატარება. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამ პერიოდში ყველას ექნება უფლება დაბრუნდეს იმ რეგისტრაციის მისამართზე, რომელიც დაფიქსირებულია პირადობის მოწმობებში. თუმცა შეზღუდული იქნება უფლება, რომ კვლავ დატოვონ რეგისტრაციის მისამართი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.