17.მარტი .2020 11:06

"პაციენტი, რომელსაც განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა, კვლავ ინფექციურში რჩება"

views 768
უკან

დაავადების პროგრესირების დრო 14-დან 20 დღემდე გაიზარდა, ამიტომ პაციენტი, რომელთანაც განმეორებითი ტესტი ჩატარდა, კვლავ საავადმყოფოში რჩება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტის შემთხვევაში განმეორებითი ტესტი მოწმდება, თუმცა მისი საკარანტინო 20 დღიანი ვადა არ გასულა და ამ დროის გასვლამდე ის კვლავ ინფექციურ საავადმყოფოში დარჩება.

„ადრე იყო საუბარი 14 დღეზე, ახლა უკვე დაავადების პროგრესირების დრო გაიზარდა 20 დღემდე. პაციენტისთვის, რომელსაც განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა, ეს დრო გასული არ არის, ამიტომ, ჯერჯერობით, დარჩება ჩვენთან. გუშინ გაწერილი პაციენტის შემთხვევაში ის მომდევნო ერთი კვირა იქნება თვითიზოლაციაში, ხოლო ამის შემდეგ, ეპიდემილოგი გადაწყვეტს მისი გათავისუფლების საკითხს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ მოზარდთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 34-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა