მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პაციენტი სერვისს მისივე ოჯახის ექიმისგან მიიღებს“ - covid-ის ბინაზე მართვის ახალი მოდელი

6131e75b8e7d9
ვიქტორია მღებრიშვილი
03.09.21 13:30
1022
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეისთვის უწყებაში პირველადი ჯანდაცვის სისტემაში კოვიდ-პაციენტების მართვის ახალი მოდელი მუშავდება. ამის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კოვიდ-ინფიცირებულების ბინაზე მართვის დაგვიანებულ რეაგირების შემთხვევებს ეხებოდა.

თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ მაღალი მიმართვიანობის გამო, ოჯახის ექიმების მხრიდან, პაციენტებთან დაკავშირების დაგვიანების ერთეული შემთხვევები იყო, თუმცა დღეს სისტემა ბინაზე მართვის პრაქტიკა ახალი მოდელით შეიცვალოს.

„პირველადი ჯანდაცვის დონეზე მიმდინარე ტალღის პირობებში, სხვადასხვა ეტაპზე, ბინის პირობებში 40-დან 50 ათასამდე პაციენტი იმართებოდა, რაც ძალიან დიდი დატვირთვა იყო ოჯახის ექიმებისთვის. ჩვენამდე მოდიოდა ინფორმაცია, როდესაც ოჯახის ექიმმა გარკვეული დაგვიანებით გასცა პასუხი პაციენტს ან შედარებით გვიან დაუკავშირდა. ასეთი ერთეული შემთხვევები იყო, რაზეც რეაგირებას 1522-ის ონლაინკლინიკა ახდენს. ახლა ეს დატვირთვა შედარებით შემსუბუქდა და ასეთი ზარებიც ნაკლებია.

რაც შეეხება ცვლილებას, ჩვენ დეცენტრალიზაციის კიდევ უფრო მეტად გაფართოებაზე ვმუშაობთ; თუ ახლა არის პირველადი ჯანდაცვის კლინიკების გარკვეული რაოდენობაა ჩართული და მაინც ონლაინ კლინიკა ყველგან არ არის გაშლილი, მუშავდება მოდელი, როდესაც თითოეული ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებული მოქალაქეების მართვას უზრუნველყოფს. ანუ კოვიდ-პაციენტი სერვისს მისივე ოჯახის ექიმისგან მიიღებს, ვისთანაც ის რეგისტრირებულია. თუ რაიმე მიზეზის გამო მოქალაქე არ არის რეგისტრირებული ოჯახის ექიმთან, ამ შემთხვევაში მას მოემსახურება 15 22-ის ცენტრალური ონლაინ კლინიკა ან ექნება შესაძლებლობა დარეგისტრირდეს. ეს ამ სისტემას კიდევ უფრო მეტად ჩაშლის და გააფართოებს და ოჯახის ექიმებისთვის თითოეული შემთხვევის მართვა მეტად ადვილი იქნება. ამ მოდელს ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში საეჭვო შემთხვევების მართვისთვის ვიყენებდით, თუმცა ახლა ქსელი საკმარისად მზად არის, რომ მასთან რეგისტრირებული პაციენტის მართვაში ჩაერთოს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.