მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პანდემიამ ბევრი მიმართულება დაგვანახა, რაზეც აქამდე არ ვფიქრობდით" - ჩოჩელი

5f5ca47a423dc
ვიქტორია მღებრიშვილი
13.09.20 18:11
1060
პანდემიამ საკმაოდ დიდი დაღი დაასვა ბიზნესს; ისევე როგორც ყველა სფეროს, ჩვენს ინდუსტრიასაც სერიოზულად შეეხო, - ამის შესახებ “ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელმა გადაცემა “Forbes Talks”-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ლუდის სეზონი მიილია და აქტიური მხოლოდ სექტემბერი დარჩა. გადაცემის წამყვანის გიორგი ისაკაძის კითხვაზე შედგა თუ არა სეზონი, ცეზარ ჩოჩელი პასუხობს:

„საკმაოდ დაბალი რეალიზაციებით. ამის განმაპირობებელი ორი ფაქტორი იყო - ტურისტების ნაკლებობა, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო წინა წლებში და შემცირდა მოსახლეობის შემოსავლები, მსყიდველუნარიანობა წინა წლებთან შედარებით შემცირდა, რაც მაღაზიათა ბრუნვაზეც აისახა”, - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

მიუხედავად ამისა ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ კომპანია გაჩერებას არ აპირებს და მომხმარებელს ახალ პროდუქტებს სთავაზობს.

“ერთი კვირაა ახალი პროდუქტები ჩავუშვით, ზოგადად ერთ ადგილზე გაჩერებას არ ვაპირებთ, პირიქით პანდემიამ ბევრი ის მიმართულება დაგვანახა, რაზეც აქამდე არ ვფიქრობდით, იგივე ექსპორტზე…

სიახლეა არომატიზებული არაგაზირებული წყლები მაგალითად. ჩვენ მტკნარ წყალს შიდა ბაზაარზე არ ვუშვებთ და სულ ექსპორტზე გადის, რაც შეეხება არომატიზირებულ წყლებს, ეს პროდუქტი უკვე წარმოებულია და ხდება ქსელებში მიწოდება.

გარდა ამისა, გვიან შემოდგომაზე მომხმარებელს მაღალალკოჰოლურ ლუდის ახალ სახეობას შევთავაზებთ და ალბათ გვექნება ახალი წვენების მიმართულებაც“, - აღნიშნა ჩოჩელმა.