პანდემიის პირველი წლის შედეგებით 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ბაზარი 3.2-ჯერ გაიზარდა. Galt&Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ მომდევნო 4 წელიწადში, ზრდის ტენდენცია და 1.1-მილიარდიანი ნიშნულის მიღწევაა მოსალოდნელი.
აღნიშნულ კვლევას “ელექტრონული კომერციის ასოციაციის“ პრეზიდენტი თამარ გოგოლაშვილი ეხმიანება. როგორც მან გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში აღნიშნა, 2020 წელი ელექტრონული კომერციისთვის გადამწყვეტი წელი იყო და ზრდის ტენდენცია 2021 წელსაც გაგრძელდა. კვლევის მიხედვით, 2020 წლის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობის 17%-მა ერთხელ მაინც გამოიყენა ელექტრონული კომერცია.
გოგოლაშვილის მოსაზრებით, 2020 წლის გამოცდილება ძალიან კარგად აისახა მომხმარებელზე, განსაკუთრებით კი ბიზნესზე, რომელმაც ეს მიმართულება განავითარა.
„პანდემიური გამოცდილებით ბიზნესმა დაინახა, რომ ელექტრონული კომერცია განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი გზაა. ქართულმა კომპანიებმა ადგილზე ასორტიმენტი გააფართოვეს, დაძლიეს მარაგების კონტროლის პრობლემა, შეამცირეს მიტანის ვადები, დახვეწეს მომხმარებელთან ურთიერთობა.
არსებულ კვლევაში Food delivery-ს მიმართულება შესული არ არის, აქ ძირითადად ტანსაცმელი, ტექნიკა და სხვა მიმართულებები მოიაზრება. საკვების წილი საკმაოდ დიდია, ბევრი რესტორანი თითქმის მთლიანად მიტანის სერვისზე გადავიდა, ამიტომ ვფიქრობ, 2021 წლის მონაცემებით, საკვების მიტანის სერვისის ნაწილი უფრო გაზრდილი იქნება“, - განმარტავს თამარ გოგოლაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას