22.ოქტომბერი .2021 16:40

"პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ავიაბილეთები დღეს, დაახლოებით, 10%-ით იაფი ღირს"

"პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ავიაბილეთები დღეს, დაახლოებით, 10%-ით იაფი ღირს"
views 316
უკან

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ავიაბილეთები დღეს, დაახლოებით, 10%-ით იაფი ღირს - ამის შესახებ bm.ge-ს უკრაინული ავიაკომპანია Sky up Airlines-ის გენერალურმა აგენტმა საქართველოში და კომპანია “ავიაქსელის” ხელმძღვანელმა ამირან აბესაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე საავიაციო საწვავის ფასების ზრდა ავიაბილეთებზე, ჯერჯერობით, არ ასახულა, თუმცა თუ გაძვირების ტენდენცია გაგრძელდა, ავიაბილეთები 2019 წლის ღირებულებას დაუბრუნდება.

ამირან აბესაძე მიმდინარე პერიოდში საქართველოდან ტურისტული ვიზიტების ტენდენციასაც აფასებს. მისი თქმით, ზაფხულის სეზონთან შედარებით მგზავრთნაკადმა ოდნავ მოიკლო. რაც შეეხება მიმართულებებს, რომლებსაც ქართველი მოგზაურები ირჩევენ, “ავიაქსელის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ პოპულარულია კვლავ ევროპის ქვეყნები.

“ზოგადად, ტურისტული მოგზაურობების მაჩვენებელი იმატებს, მაგრამ თუ შევადარებთ 2019 წლის მონაცემებს, ამ მაჩვენებლებს მაინც ჩამოვრჩებით. ევროპის მიმართულებით მზარდი ნაკადია, ძირითადად მიემგზავრებიან პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთის მიმართულებით. ველოდებით, რომ 2022 წელს ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება. შეიძლება ითქვას, 2019 წლის მონაცემთან შედარებით 70%-მდეა აღდგენა. ძირითადი ფაქტორი იყო ის, რომ ბათუმის აეროპორტი ავიარეისებით კარგად დაიტვირთა.

ბათუმის აეროპორტის გაფართოებამ მეტ ავიაკომპანიას მისცა საშუალება სწორედ აქედან ეფრინათ. მაგალითად, უკრაინის მიმართულება საკმაოდ გაიზარდა, თუ კვირაში 25 რეისს ასრულებდა კომპანია sky up 2019 წელს, 2021 წელს 31 რეისით არის წარმოდგენილი”, - აცხადებს ამირან აბესაძე.

“ავიაქსელის” ხელმძღვანელი მგზავრთნაკადის ზრდას 2022 წელსაც ელოდება.