მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პანდემიის დროს ხალხმა დაიწყო ფიქრი ახალი ბინის შეძენაზე, რაც ჩვენს გაყიდვებზე კარგად აისახა"

5ef6f33644332
სალომე მეცხვარიშვილი
27.06.20 11:20
2246
M2 group-ის თანადირექტორის ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, პანდემიის პერიოდში დეველოპერულმა კომპანია M2-მა 300-მდე ბინის გაყიდვა შეძლო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ მან გადაცემა BMG Lunch-ში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი შარშანდელი წლის მთლიანი გაყიდვების 50%-ს შეადგენს.

“საცხოვრებელ უძრავ ქონებაში საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა, მაგალითად კარანტინმა ჩვენს მოსახლეობას დაანახა, ის პრობლემა, რაც საქართველოში ყოველთვის იდგა: შინამეურნეობის ზომა არის საკმაოდ დიდი, ანუ ერთ ბინაზე მოდის 3.5 ადამიანი, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ხალხმა აქტიურად დაიწყო ფიქრი გაფართოებაზე, ახალი ბინის შეძენაზე, რაც სხვათა შორის ჩვენს გაყიდვებზე კარგად აისახა. პანდემიის დროს ჩვენ 300 ბინა გავყიდეთ, რაც შარშან მთელი წლის გაყიდვების 50%-ია. რათქმაუნდა, კორექტირებები მოხდა ფასების მიმართულებით, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გაიზარდა ინტერესი ბინების მიმართ”,- აღნიშნა ირაკლი ბურდილაძემ.