29.აპრილი .2020 13:10

"პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ" - გვენეტაძე

views 441
უკან

საქართველოში ბანკებს სტაბილურობის თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ აქვთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა.

მედია დაინტერესდა, ელოდება თუ არა სებ-ი ბანკების შერწყმას და რამდენად არიან ქართული ბანკები არსებული შოკისთვის.
„არც ერთ ბანკში არანაირი პრობლემა არ არსებობს მათი სტაბილურობის თვალსაზრისით. არ ვადასტურებ, რომ რაიმე შერწყმა იქნება, მაგრამ თუკი ასე მოხდება, ეს არანაირად არ იქნება განპირობებული დღევანდელი პანდემიიდან მომდინარე პრობლემების, ან იმის გამო, რომ რომელიმეს რაიმე ფინანსური პრობლემა აქვს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საბანკო სექტორის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.

"ვფიქრობთ, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ", - ამბობს გვენეტაძე.

ქართულმა ბანკებმა პირველ კვარტალში 747 მლნ ლარი იზარალეს

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა