მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პანდემიის მართვის მეორე წელს მკაცრი ლოკდაუნები აღარ განიხილება“- გამყრელიძე

611537524602b
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.21 18:53
1696

„პანდემიის მართვის მეორე წელს მკაცრი ლოკდაუნები, როგორიც გასულ წელს გაზაფხულზე გვქონდა, აღარ განიხილება, - ეს განცხადება საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის მიერ სრული ლოკდაუნის დაწესების ალბათობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

მისი განმარტებით, მკაცრი „ლოკდაუნი“ მცირე ეკონომიკის ქვეყნებისთვის რთული გადასატანი იქნება.

„მას შემდეგ რაც შემოვიდა აცრა, განიხილება ე.წ. ბალანსირებული მიდგომა. დღეს ბრიტანეთში, თურქეთში, შვეიცარიაში, პორტუგალიაში შემთხვევათა რაოდენობები იზრდება, თუმცა ქვეყანა არ ჩაუკეტიათ. იქ ერთი მხრივ აცრების ინტენსიფიცირებაა და სამწუხაროდ ქვეყნების უმრავლესობა მოსახლეობის ვაქცინაციის მოცვის 50%-ზე გაიყინა, მაგრამ ამ მაჩვენებელმა სერიოზული შედეგი მისცა. შემთხვევები იზრდება, თუმცა სიკვდილიანობა თითქმის აღარ არის. ეს არის გზა და ორიენტირი და არა მკაცრი ლოკდაუნი, განსაკუთრებით მცირე ეკონომიკის ქვეყნებისთვის, სადაც ეს ძალიან რთულია. ამიტომ ჩვენ მივდივართ, რომ ეს ოქროს შუალედი დავიცვათ“, - განმარტა NCDC-ის ხელმძღვანელმა.