სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების ხელშეწყობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, შოკოლადის მწარმოებელი კომპანია - Camille Bloch საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს.
„არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, საერთაშორისო კომპანიის საქართველოში შემოყვანა. მოხარულები ვართ, რომ შვეიცარულმა კომპანიამ ნდობა გამოხატა და რამდენიმე წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოში ინვესტიციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო,“ - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, 2021 წლის იანვარში დაიწყება პირველი 50 ჰექტარის დარგვა, მთლიანობაში კი პროექტი 650 ჰექტარზე გაშენებულ პლანტაციებსა და ნედლეულის გადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს, პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 10 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.
”ეს ძალიან დიდი ნაბიჯია კომპანიისთვის, რადგან თხილი ჩვენი შოკოლადის ძირითადი კომპონენტია. ყოველწლიურად 700 ტონაზე მეტი თხილი იხალება კომპანიის სათავო ოფისებში", - აცხადებს კომპანიის შესყიდვების ხელმძღვანელი და CB Georgia- ს დირექტორი, რენე მეიერი.
ინფორმაციისთვის, კომპანიასთან მოლაპარაკება რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაზე 2020 წლის იანვარში, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და კომპანიის მფლობელს შორის დავოსში გამართული შეხვედრის შემდეგ გადავიდა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციის გუნდის ხელშეწყობით, კომპანიამ დეტალური ინფორმაცია მიიღო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ და დამუშავების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოში წარმოების დაწყების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოც.
(NS)
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის