მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პანდემიის პერიოდში პირბადეები ბრიტანულ Amazon-ზე გავიტანეთ" - Spilow-ს დირექტორი

5f758873997b2
ვიქტორია მღებრიშვილი
01.10.20 14:10
2968
საბავშვო ტანსაცმლის ქართულმა მწარმოებელმა „Spilow”-მ პანდემიის პერიოდში პირბადეების კერვა დაიწყო და პროდუქცია ბრიტანულ Amazon-ზე გაიტანა.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი სოფიო ჩხაიძე აცხადებს, Spilow EPRC-ის და „აწარმოე საქართველოს“ ერთობლივი პროგრამა GEclose2EU-ს ბენეფიციარია და სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში შეძლო კომპანიამ ბრიტანული ამაზონზე შესვლა. მისივე თქმით, პროცესში გარკვეული სირთულეებიც იყო, რომელიც კომპანიის "ამაზონზე" რეგისტრაციას ეხებოდა, თუმცა ეს საკითხი მალევე მოგვარდა.

„საბოლოო ჯამში, ეს სირთულეები უკან მოვიტოვეთ და პანდემიის პერიოდში, შევკერეთ მრავალჯერადი მოხმარების პირბადეები და მაშინ როდესაც ყველაფერი ჩაკეტილი იყო, დიდი ბრიტანეთის "ამაზონზე" გასაყიდად გავუშვით. პირველად დაახლოებით, 2 000 ცალი პირბადე გაიყიდა. მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო, ამიტომ "ამაზონისთვის" კვლავ ვაწარმოეთ პირბადეები და ახალი პარტია - 10 000 ცალი გავუშვით“, - განაცხადა სოფიო ჩხაიძემ.

კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციითვე, იმისთვის რომ "ამაზონზე" Spilow-ს პირბადეებზე არსებულ მოთხოვნას უპასუხონ, დღეს 20 000 ცალი პირბადის წარმოებაზე მუშაობენ, თუმცა სოფიო ჩხაიძე ამბობს, რომ პირბადეების გარდა, სულ მალე, ბრიტანული "ამაზონის" მომხმარებელს ქართული წარმოების საბავშვო სამოსის ყიდვაც შეეძლებათ, ისეთი როგორიც არის მაგალითად დინო-ჟაკეტები და სხვა პროდუქტებიც.