09.მარტი .2020 10:01

"პარკირებების ნაწილობრივი აკრძალვა გათვალისწინებულია დაახლოებით 40 ქუჩაზე" - მაია ბითაძე

views 386
უკან

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, პარკირებების ნაწილობრივი აკრძალვა გათვალისწინებულია დაახლოებით 40 ქუჩაზე, ქალაქის დანარჩენ ნაწილში კი ეტაპობრივად შემოდის ზონალური პარკირება.

როგორც გადაცემა BMGDRIVE-ში ბითაძემ აღნიშნა, პარკირების აკრძალვის მთავარი იდეა არის ის, რომ „საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავსხდეთ“.

„ათ ძირითად დერეფანზე ვსაუბრობ, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან. თუმცა, შიდა ქუჩებზეც ბუნებრივია, ძირითად ქუჩებზე ავტობუსებს თავისი ბასლაინები ექნებათ.

ბევრმა ქალაქმა პარკინგი ერთიანად აკრძალა ცენტრალურ ქუჩებზე, მაგრამ ერთიანად აკრძალვის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გყავდეს გამართული, რომ ადამიანს გადაადგილების სხვა საშუალება მისცე. ყველა ტაქსზე დამოკიდებული ვერ იქნება ვერც ფინანსურად და ვერც ფიზიკურად“, - განაცხადა მაია ბითაძემ. 






მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა