„დღეს ქვეყანა მყარად დგას მშვიდობიანი განვითარების და დემოკრატიული რეფორმების გზაზე - ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ევროკომისიის რეკომენდაციები პირდაპირ აღიარებს, რამდენად დიდი პროგრესი განიცადა საქართველომ ევროპისაკენ მიმავალ გზაზე ბოლო წლებში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული საბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მეტად, რაც ქვეყანას მომავალ ექვს თვეში მიზნის მიღწევაში ხელს უშლის, ისევ რადიკალიზმი და დაპირისპირებაა.
საგანგებო ბრიფინგზე, შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს პარლამენტი მზადაა იმუშაოს იმ პრიორიტეტებზე საპასუხოდ, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია ასახული.
„როგორ ხვდება საქართველო ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას? დღეს ქვეყანა მყარად დგას მშვიდობიანი განვითარების და დემოკრატიული რეფორმების გზაზე. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ევროკომისიის რეკომენდაციები პირდაპირ აღიარებს, რამდენად დიდი პროგრესი განიცადა საქართველომ ევროპისაკენ მიმავალ გზაზე ბოლო წლებში. ყველაზე მეტად, რაც ხელს გვიშლის მიზნის მიღწევაში მომავალ ექვს თვეში და მომდევნო წლებში ისევ და ისევ გათიშულობა, რადიკალიზმი, გაუტანლობა, დაპირისპირება, სიძულვილი და უიმედობაა. ამ ყველაფრის ნაცვლად, დღეს ყველაზე დიდი ევროპელობა და პატრიოტიზმი თანხმობა, ერთმანეთის მხარდაჭერა და მომავლის რწმენაა. დღეს ევროპულობა და პატრიოტიზმი ერთი და იგივეა.
მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ პარლამენტი მზად არის იმუშაოს იმ პრიორიტეტებზე საპასუხოდ, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებში არის ასახული“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი