მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პარლამენტი საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობისა და გაუმჯობესების საკითხებზე მუშაობს"

626bedfcb3e2d
BM.GE
29.04.22 17:52
488
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობას აგრძელებს.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, საბჭოს სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა ხელმძღვანელობს, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების სარეკომენდაციო მეთოდოლოგიის შემუშავებაზე იმსჯელა.

"აღინიშნა, რომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა, გასულ წელს, დახვეწა მის მიერ მომზადებული „კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადების სარეკომენდაციო მეთოდოლოგიის“ დოკუმენტი და ამ ეტაპზე აუცილებელია დაიგეგმოს აქტივობები, რომლის მიზანი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის დოკუმენტის სრულყოფილად გაცნობა.

სამოქმედო გეგმით ნაკისრი აღნიშნული ვალდებულების შესრულების ფარგლებში, ასევე, დამზადდება კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადების შესახებ ვიდეორგოლი, რომელიც დოკუმენტთან ერთად განთავსებული იქნება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდზე"-ნათქვამია ინფორმაციაში.