01.ნოემბერი .2020 19:00

"პარლამენტისგან წლების წინ დაწყებული და დაპაუზებული რეფორმების განხორციელებას ველით"– GPI

"პარლამენტისგან წლების წინ დაწყებული და დაპაუზებული რეფორმების განხორციელებას ველით"– GPI
views 1156
უკან

"ჯიპიაი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინა სტამბოლიშვილი ახალი პარლამენტისა და ხელისუფლებისგან რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას ელოდება. თინა სტამბოლიშვილის თქმით, პირველ რიგში, "ჯიპიაი ჰოლდინგი", როგორც სადაზღვევო კომპანია, ელოდება რამდენიმე წლის წინ დაწყებული და დაპაუზებული რეფორმების განხორციელებას.

“ბოლო 1 წელია გრძელდება გაურკვევლობა პანდემიის და არჩევნების გამო და ველით, რომ ძალიან სწრაფად მოიხსნება ეს გაურკვევლობა და სწრაფად მოხდება მთავრობის ფორმირება. ეს დაგვეხმარება, რომ გავერკვეთ იდეოლოგიურად საით მიდის ქვეყანა, რომ შემდეგ გავაკეთოთ პროგნოზირება, მივიღოთ გადაწყვეტილებები და ვიზრუნოთ სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და გაზრდაზე.

მეორე, რასაც მოველით პარლამენტისგან, ჩვენს სექტორში 2-3-5 წლის წინ დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანაა, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორების რწმენის დასაბრუნებლად, რადგან როგორც ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორები ამ სექტორში, წლებია  ერთხელ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას ველოდებით..

მესამე, საინტერესოა, როგორ იქნება წინ წამოწეული კერძო სექტორის როლი, მაგალითად, სადაზღვევო სექტორის, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არის ეკონომიკის საფუძველი. ვისურვებდით, რომ ახალ მთავრობას და პარლამენტს მეტად გამოეყენებინა ის ინტელექტუალური თუ სხვა რესურსი, რომელიც ამ სექტორში არსებობს. ეს მოგვცემდა სამუშაო ადგილების გაზრდისა და ინვესტიციების შემოსვლის საფუძველს”, – აცხადებს თინა სტამბოლიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა