30.აპრილი .2021 19:12

"პაშა ბანკს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

"პაშა ბანკს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
views 2291
უკან

"პაშა ბანკ საქართველოს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ეს პოსტი ნიკოლოზ შურღაიამ დაიკავა, რომელიც 2015-2016 წლებში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო.

ცვლილება, ჯერჯერობით, არ არის ასახული ბანკის ამონაწერში, სადაც გენერალურ დირექტორად კვლავ არდა იუსუფ არკუნი არის მითითებული. 

ნიკოლოზ შურღაია ამ თანამდებობის დაკავებამდე აზერბაიჯანში საქმიანობდა, სადაც Yelo Bank-ს ხელმძღვანელობდა. ის წარსულში რუსეთში ABN AMRO BANK-ის ასისტენტ ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე საქმიანობდა; ასევე იკავებდა ბანკირის პოსტს EBRD-ში, 2008-2009 წლებში იყო VTB ბანკ საქართველოს გენერალური დირექტორი, რის შემდეგაც "ბელარუსის სახალხო ბანკის" მმართველის, 2012-2014 წლებში კი "საქართველოს ბანკის" დირექტორის მოადგილის პოსტებზე საქმიანობდა. 

2020 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით, "პაშა ბანკ საქართველოს" აქტივების ზომა 470 მილიონი ლარია. 2020 წელს ბანკმა 23.2 მილიონი ლარის ზარალი განიცადა. 

"ბაშა ბანკ საქართველოს" დამფუძნებელი და ერთ-ერთი მთავარი აქციონერი ბიზნესმენი არიფ პაშაევია, რომელიც ბანკის 23.5%-იან წილს ფლობს.