მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პასუხი რუსულ ოცნებას" - დღეს საქართველოს მთავრობის საწინააღმდეგო აქცია იმართება

6218c7b9b7571
ინგა მურუსიძე
25.02.22 16:28
1634
დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ღონისძიება პარტია "დროას" მიერ არის ორგანიზებული.

"საქართველოს მთავრობა უკრაინას მხარს არ უჭერს! პრორუსული მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გვითხრა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდება ცივილიზებულ სამყაროს და არ დაუწესებს სანქციებს აგრესორ რუსეთს.

ჩვენ, ქართველი ხალხი, დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან გავცემთ პასუხს "რუსულ ოცნებას".

"დროა" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უკრაინის დროშის ფერებში გაანათებს!

We are not our Government! We Georgians Stand with Ukraine!", - ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიმართვაში.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება.