08.ნოემბერი.2018 16:47
ეკონომიკა

"პენსიების 400 ლარამდე ზრდა პრაქტიკულად შეუძლებელია"

"პენსიების 400 ლარამდე ზრდა პრაქტიკულად შეუძლებელია"
„პენსიების ზრდა 400 ლარამდე ნიშნავს ბიუჯეტში დამატებით მილიარდ ცხრაას მილიონი ლარის მობილიზებას, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. საერთოდ, რომ აღარ გადაუხადოს სახელმწიფომ ხელფასი ჯარისკაცებს, მასწავლებლებს, პოლიციას და სხვა ნებისმიერ მოხელეს, რომელიც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, ამ შემთხვევაშიც კი თანხა, რომლის მობილიზება არის შესაძლებელი, 880 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება, რაც საგრძნობლად ნაკლებია 1,9 მილიარდ ლარზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძემ 400-ლარამდე პენსიის გაზრდის შესახებ ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის დაპირების პასუხად.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე აქვს დაანონსებული და ბიუჯეტში გათვალისწინებული საბაზისო პენსიების ზრდა 20 -20 ლარით 2019 - 2020 წლებში. მეტიც, მისი თქმით, მომდევნო წლებში საბაზისო პენსიის ზრდა შესაბამის კანონშია გაწერილი, რაც მისი მუდმივი ზრდის გარანტიას ქმნის.

24.აპრილი.2019 10:18
54

საქართველოს ავიაბაზარზე შესაძლოა, ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოვიდეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 10:00
177

სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:52
96

ნათია თურნავა: საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:20
73

„VTB ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:00
136

იდეა იმ რეგიონების დასახმარებლად, სადაც ჰესები შენდება - რას ფიქრობენ დეპუტატები

ვრცლად
24.აპრილი.2019 00:30
109

Tesla 2020 წლისთვის თვითმართვად ტაქსებს გამოუშვებს

ვრცლად