15.აგვისტო .2019 10:33

"პერსილის" და "არიელის" სასაქონლო ნიშნების უკანონოდ გამოყენებისთვის ორ პირს ბრალი წაუყენეს

views 226
უკან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს და ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი და მისი თანამშრომელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ბათუმში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ახორციელებდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებას და მის რეალიზაციას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების - "პერსილის" და "არიელის" სამარკო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული დიდი ოდენობით მზა პროდუქცია, ასევე, მის დასამზადებლად განკუთვნილი ნედლეული და პოლიგრაფიული მასალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით", – ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა