მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პესიმისტური სცენარის შენარჩუნების შემთხვევაში, სებ-ს შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუწიოს"

6028cc5ed2f80
ლიკა გურაბანიძე
14.02.21 12:00
669

“სავალუტო რეზერვები იანვარში მნიშვნელოვნად გაიზარდა - წლიურად დაახლოებით 18%-იანი ზრდაა. სებ-ს აქვს საშუალება, რომ ასეთ პირობებში, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობაა და სავალუტო ნაკადები, მათ შორის ტურიზმი აღდგენილი არ არის, ბაზარს დაეხმაროს და უცხოური ვალუტის დანაკლისი მიაწოდოს.” - ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

“სებ-იც აცხადებს, რომ ინტერვენციები ტურისტული ნაკადების აღდგენამდე გაგრძელდება და ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ლარის ზედმეტ გაუფასურებას აღარ უნდა ველოდოთ.” - განმარტა ბოჭორიშვილმა.

Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ტურიზმის ვერაღდგენით გამოწვეული პესიმისტური სცენარიც განიხილა და განმარტა, რომ აქ სებ-ის ჩართულობა კვლავ მნიშვნელოვანი იქნება.

“თუ სიტუაცია პესიმისტური სცენარით გაგრძელდა, სებ-ს შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუწიოს. არის სხვადასხვა ინსტრუმენტები, რაც ლარის კურსს ასევე დაეხმარება”, - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.