მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პეტროკას ენერჯი ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს

62dabfb8cc6c5
BM.GE
22.07.22 19:18
1755
"პეტროკას ენერჯი ჯგუფი" ბიზნესმენ დავით იაკობაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია აღნიშნავს, რომ დავით იაკობაშვილი 2022 წლის 10 მაისიდან აღარ იკავებს პოსტს "პეტროკასის" დირექტორთა საბჭოში, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან მხოლოდ მინორიტარულ წილს ფლობს. 

"ვეხმაურებით ინფორმაციას ბატონ დავით იაკობაშვილის კომპანია პეტროკასში მონაწილეობის შესახებ, რომელიც ბოლო დროს სისტემატიურად ვრცელდება საქართველოს მასმედიაში და მათ შორის ტელევიზიის სხვა და სხვა არხების მიერ.

საჭიროდ ვთვლით, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ბატონი დავით იაკობაშვილი, რომელმაც თავის დროზე განახორციელა ინვესტიციები კომპანიაში, 2014 წლის დეკემბრიდან არის მინორიტარი აქციონერი.

2022 წლის 10 მაისს ბატონი დავით იაკობაშვილი გავიდა ჯგუფის დირექტორთა საბჭოდან.

კომპანიაში ინვესტიციის განხორციელების შემდგომ პერიოდში იგი არ ყოფილა მმართველი აღმასრულებელი ორგანოების წევრი და შესაბამისად არ არის ჩართული კომპანიის საქმიანობაში", - ნათქვამია განცხადებაში. 

ამასთანავე, მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ "პეტროკას ენერჯი ჯგუფის" CEO-მ ივანე ნაკაიძემ კომპანიაში რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანიის Rosneft-ის 49%-იანი წილი გამოისყიდა, რის შედეგადაც რუსული კომპანია მათ აქციონერთა რიგებში აღარაა.