მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Pfizer-ის პრეზიდენტთან არაერთი სატელეფონო ზარი მქონდა“ - ირაკლი ღარიბაშვილი

60a21e914e638
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.21 11:38
3809
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ზაფხულის განმავლობაში ქვეყანაში Covid -19-ის საწინააღმდეგო სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინა შემოვა, საუბარია დამატებით დოზებზე. 

პრემიერმა ის კომპანიები დაასახელა, რომელთა ვაქცინები შესაძლოა საქართველოში დამატებით შემოვიდეს და აღნიშნა, რომ მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებებში თავადაა ჩართული. ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში ვაქცინების შემოსვლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გაჟღერება რამდენიმე დღეში ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დააანონსა.

„ვაქცინების შესახებ უშუალოდ მწარმოებლებთან საკმაოდ ეფექტიან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ერთი „კოვაქსის“ პლატფორმაა, საიდანაც შემოდის ვაქცინები და მეორე მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინებია. დეტალურად, რომ გითხრათ, საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში - ივნის-ივლისში. მეც უშუალოდ ვიყავი ჩართული და „ფაიზერის“ პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი. გვაქვს მოლაპარაკება ჩინური „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ქარხნებთან დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით; „მოდერნასთან“ და „ნოვოვაქსის“ ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით, ასე რომ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. მოწერილი გვაქვს ხელშეკრულებებზე ხელი და უახლოეს თვეებში დამატებით დოზებს მივიღებთ, ისე რომ ვაქცინაციის პროცესში არანაირი შეფერხება არ იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.