მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Pfizer-ის ვაქცინის 2 დოზით აცრის შედეგად, პრეპარატის ეფექტურობა ყველა ასაკობრივ ჯგუფში მაღალია"

60374410be273
თათია კაკიაშვილი
25.02.21 12:14
889

ინგლისში ადამიანები, რომლებიც Pfizer-ის COVID-19 ვაქცინის ორი დოზით აიცრნენ, ანტისხეულების ძლიერ რეაგირებას განიცდიან ინექციის მიღებისთანავე. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მკვლევარები იუწყებიან, რომ ამ ფონზე ვაქცინის მიმართ ნდობა კიდევ უფრო მაღალია.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის გამოკითხვამ აჩვენა, რომ 80 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 87.9% ანტისხეულებზე დადებითად რეაგირებენ Pfizer-BioNTech ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ; ეფექტურობის ეს მაჩვენებელი 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 95.5%-მდე, ხოლო 30 წლამდე ასაკის ადამიანებში - 100%-მდეა გაზრდილი.

„მიუხედავად იმისა, რომ ასაკთან შედარებით ეფექტურობის მაჩვენებელი განსხვავდება, თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყველა ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის ორი დოზის მიღების შემთხვევაში, ძალიან კარგი მაჩვენებლები გვაქვს“, - განაცხადა პოლ ელიოტმა, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მედიცინის კათედრის ხელმძღვანელმა.

მისივე განმარტებით, ანტისხეულების დონე იმუნიტეტის სრული სურათის მხოლოდ ერთი ნაწილია და ვაქცინა T-უჯრედების ძლიერ დაცვას აჩვენებს. 30 წლამდე ასაკის პირების თითქმის 95%-ში ანტისხეულებზე დადებითად აისახა ვაქცინის ერთი დოზის მიღება, საშუალოდ, 21 დღის შემდეგ, მაგრამ ეს მაჩვენებელი დაეცა ხანდაზმულ ჯგუფებში. ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ 80 წლის ან უფრო მეტი ასაკის ადამიანების ორგანიზმის 34.7%–მა წარმოქმნა ანტისხეულების რეაქცია Pfizer ვაქცინის ერთი დოზის მიღების შემდეგ.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა დოზებს შორის შუალედი 12 კვირამდე გაზარდეს, მიუხედავად იმისა, რომ Pfizer–ის განცხადებით, კლინიკური ეფექტურობა მხოლოდ მაშინ დგება, თუ აცრებს შორის შუალედი სამი კვირაა. კვლევა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში აცრის შემდეგ ანტისხეულებს აკვირდებოდა, 26 იანვრიდან 8 თებერვლის პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 154 ათასზე მეტმა პირმა მიიღო. კვლევის შედეგად, ვაქცინის მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაზრდილია და პრეპარატის ეფექტურობა ყველა ასაკობრივ ჯგუფში ვლინდება.