მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“Caucasus organic fruits“-ის ხილისა და ბოსტნეულის ჩირი ევროპულ ბაზრებზე იყიდება

60f2dc9527b3b
BM.GE
17.07.21 23:00
2305
“Caucasus organic fruits“ ბოსტნეულისა და ხილის ჩირის მწარმოებელი კომპანიაა, რომლიც მცხეთაში 2017 წელს გერმანული ინვეტიციითა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის დახმარებით დაფუძნდა. საწარმო, რომელიც 60-მდე ადამიანს ასაქმებს, ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს და დაახლოებით 300 ტონა ხილსა და ბოსტნეულს გადაამუშავებს.

კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანეილი bm.ge-სთან ამბობს, რომ საწარმოს ძირითადი მიმართულება ექსპორტია, თუმცა პანდემიის პერიოდში “Caucasus organic fruits“-მა საქართველოს ბაზარიც აითვისა. ამასთან სალომე ალანია აღნიშნავს, რომ პროდუქტი საკმაოდ მოთხოვნადია და მსოფლიო ბაზარები განსაკუთრებით კენკორვანი ხილის ჩირით ინტერესდებიან.

„საწარმოს აშენების მთავარი იდეა იყო, რომ ქართული, უმაღლესი გემოვნური თვისებების მქონე ხილი გამოგვეშრო და ძირითადად ევროპაში გაგვეტანა. კომპანია უმეტესად ექსპორტზეა ორიენტირებული, ჩვენ ნაწარმს უკვე გერმანიაში, ჩეხეთში, ჰოლანდიასა და ბელგიაში ვყიდით.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, პანდემიის პერიოდში ესეც ავითვისეთ, რადგან რამდენიმე კომპანიამ საზღვრების ჩაკეტვის გამო პროდუქტი ვერ წაიღო, ახლა ყველა ქსელურ მარკეტში ასაწონ კატეგორიაში “Caucasus organic fruits“-ის ჩირია“ - ამბობს სალომე ალანია.

კომპანიას საექსპორტო ბაზრების დამატება აქვს გეგმაში. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს კატართან და სამომავლოდ ამერიკის ბაზარზე გასვლასაც არ გამორიცხავენ.