11.მაისი .2020 11:01

"პიკის პერიოდში ვართ, თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება ითქვას, რომ ვითარება გადალახულია" - მარინა ეზუგბაია

views 183
უკან

კვირაზე მეტია შემთხვევების მატება არ აღემატება ერთნიშნა ციფრებს, პიკის პერიოდში ვართ, თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება ითქვას, რომ ვითარება გადალახულია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, მოსახლეობამ სიფრთხილე არ უნდა დაკარგოს.

„გუშინ გამოვლენილი სამი ახალი პაციენტიდან სამივეს წყარო არის თეთრიწყარო. ინფექციურ საავადმყოფოში მათგან ორია მოთავსებული და ორივე საკარანტინე სივრციდან გადმოიყვანეს. მძიმე პაციენტებს რაც შეეხება, ჩვენ გვყავდა 1 კრიტიკული პაციენტი და დღეს შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა მეორე დღეა დასტაბილურდა. თუ ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე, მერე შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა დასტაბილურდა. დაგვემატა 2 ახალი პნევმონია. ვნახოთ, როგორი იქნება დინამიკა. თუ მონაცემებს შევხედავთ, კვირაზე მეტია ინფიცირების შემთხვევათა მატება არ აღემატება ერთნიშნა ციფრებს, პიკის პერიოდში ვართ, თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება ითქვას, რომ ვითარება გადალახულია. წინასწარ ამაზე საუბარი არ შეიძლება. მართალია, ახლა შეზღუდვები შემსუბუქდება, მაგრამ მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს დაცვის საშუალებების გამოყენება და არსებული უნარ-ჩვევებით ცხოვრება გავაგრძელოთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა