მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პიკის საათებში მიკროავტობუსში მგზავრის ფეხზე დგომით გადაყვანა ნებადართულია”- თბილისის მერია

627a953c8c61d
ანუკა ჯოხაძე
10.05.22 20:45
3898
3 მაისიდან ლურჯ მიკროავტობუსებში მძღოლის გვერდით დაჯდომა დასაშვები გახდა, ხოლო ფეხზე დგომით მგზავრობა კვლავ აკრძალულია - ამის შესახებ BM.GE-ის „თბილისის მიკროავტობუსში“ 4 მაისს განუცხადეს.

დღეს კი თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ პიკის საათებში მიკროავტობუსებში კონკრეტულ ხაზებზე დასაშვები გახდა ფეხზე დგომით მგზავრების გადაყვანაც. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება დროებითია.

“მგზავრთა ფეხზე დგომით გადაყვანას მასშტაბური ხასიათი არ გააჩნია, რაც დასტურდება ტრანსპორტის სამსახურის ყოველდღიური მონიტორინგით. რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, ერთეულ სამარშრუტო ხაზებზე, სადაც ბოლო პერიოდში საგრძნობია მგზავრთნაკადის ზრდა, პიკის საათებში კომპანია ნებას რთავს მგზავრს ფეხზე დგომით იმგზავროს. აღნიშნული გადაწყვეტილება არის დროებითი და იგი არ სცდება მიკროავტობუსების საპასპორტო მონაცემებით დაშვებულ ნორმას", - აცხადებენ თბილისის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს თბილისის მერმაც დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფიქსირდება ფაქტები, როცა მიკროავტობუსის მძღოლები სატრანსპორტო საშუალებაში ადგილის არსებობის მიუხედავად, მგზავრებს არ უჩერებენ. მან აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები მკაცრად გაკონტროლდება. კახა კალაძემ სატრანსპორტო სტრატეგიის ფარგლებში მძღოლების ფიქსირებულ ხელფასზე გადაყვანის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მოდელი უფრო მართებულია.