28.აპრილი .2020 12:04

"პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 16-მდე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან"

უკან

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 15-16 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, - ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.  მისივე თქმით, ტესტებზე პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

„ჩვენ გვყავს 86 ინფიცირებული პაციენტი, დღეს გაეწერება 1 პაციენტი. გუშინ გავგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში რამდენიმე ათეული პაციენტის ტესტი და პირველადად თითქმის ყველა მათგანზე მოვიდა უარყოფითი პასუხი. სწორედ ამიტომ, სავარაუდოდ დღეს 15-16 პაციენტი დატოვებს კლინიკას, იმ შემთხვევაში, თუკი მეორადად მოვიდა უარყოფითი პასუხი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, გუშინ საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს ჩაუტარდა მასობრივი ტესტირება და ყველა მათგანს კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი მიუვიდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა