მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრემიერი გახარია იქნება, მთავრობის შემადგენლობას ის დაასახელებს"

5fd35d4625758
ინგა მურუსიძე
11.12.20 15:48
966

პარლამენტის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იქნება, ხოლო მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ის დააკომპლექტებს.

კობახიძემ განცხადება პარლამენტში გააკეთა და თქვა, რომ მთავრობას და უმრავლესობას შორის უახლოეს მომავალში გაიმართება კონსულტაციები, რის შემდეგაც დასახელდებიან მთავრობის წევრობის კანდიდატები.

"მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იქნება, ხოლო მთავრობის შემადგენლობას პრემიერ-მინისტრი დაასახელებს. უახლოეს დღეებში გაიმართება კონსულტაციების უმრავლესობის ფორმატში მთავრობასა და უმრავლესობას შორის, რის შემდეგაც დასახელდებიან მთავრობის წევრობის კანიდიდატები და ალბათ, მომავალ და იმის შემდგომ კვირაშიც შეიძლება დასრულდეს სამთავრობო პროცედურა და უახლოეს დღეებში  დამტკიცდება მთავრობის შემადგენლობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.