საუდის არაბეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მთავარ მიზნებს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის, პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და საქართველოში მეტი ინვესტიციის მოზიდვა წარმოადგენს, - ასე ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის საუდის არაბეთში გამგზავრებას.
„ყურის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში. ვიზიტის მიზანია, რომ ერთი მხრივ, კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი, ხოლო მეორე მხრივ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეკონომიკური ურთიერთობები და ჩვენს ქვეყანაში მეტი ინვესტიცია შემოვიდეს“, - აღნიშნავს ილია დარჩიაშვილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამთავრობო დელეგაციის ეს ვიზიტი გამორჩეული იქნება და ქვეყნისთვის კონკრეტული და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად საუდის არაბეთში დღეს გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება. დელეგაციაში, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ასევე შედიან ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი