08.თებერვალი .2021 21:20

"პრემიერმა ბიზნესთან ყოველთვიურ შეხვედრებს ჩაუყარა საფუძველი“ - IG Development-ის დამფუძნებელი

"პრემიერმა ბიზნესთან ყოველთვიურ შეხვედრებს ჩაუყარა საფუძველი“ - IG Development-ის დამფუძნებელი
views 280
უკან

პრემიერმა დღეს საფუძველი ჩაუყარა ყოველთვიურ შეხვედრებს, დისკუსიას და განხილვებს, - ამის შესახებ IG Development-ის დამფუძნებელმა მინდია საბანაძემ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც დედაქალაქში ორ დიდ სავაჭრო სივრცეს - "სითი მოლს" მართავს, ამბობს, რომ პრემიერს გაცნობიერებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რაც მას პროცესების მართვისას ეკისრება.

„კარგად გვესმის რა მდგომარეობაში უწევს ბიზნესს პროცესების მართვა, პრემიერიც კარგად აცნობიერებს მდგომარეობას. მან დღეს ყოველთვიურ შეხვედრებს, დისკუსიას და განხილვას ჩაუყარა საფუძველი, იმისთვის რომ ის საკითხები, რაც არ წყდება და დროში იწელება, პირდაპირ ხელით მართვაზე გადავიდეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რათა თუ კი რაიმე [საკითხი] "იჭედება", დარეკვით მოვაგვაროთ. მოტივირებულია მთლიანად ხელისუფლება და პრემიერი, რომ როგორღაც, რაც შეიძლება სწრაფ რეჟიმში აამუშავოს ეკონომიკა.

ყველა იმ სექტორის დაქოქვაზეა საუბარი, რომლებიც დღეს გაჩერებულია, ეს დამოკიდებულია დადებითობის 4%-იან მაჩვენებელზე“, - განაცხადა საბანაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა